logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: ქვეყანაში გოიმების ბანდა ბოგინობს!
- +

14 მარტი. 2016. 00:32


„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სოციალურ ქსელში  გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  იმის დასტურია, რომ ქვეყანაში „გოიმების ბანდა ბოგინობს".


როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან" საუბარში თემის კომენტირებისას განაცხადა, რაც უფრო ნაკლები საუბარი იქნება   გავრცელებულ კადრებზე, ქვეყნის პერსპექტივისთვის უკეთესი იქნება.


ეს კადრები არ მინახავს და არანაირი სურვილი არ მაქვს მისი ხილვის. ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში გოიმების ბანდა ბოგინობს. დამკვეთი, შემსრულებელი და გამომქვეყნებელი სწორედ გოიმობის მაჩვენებლები არიან მთელი საზოგადოებისთვის. ამიტომ რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება ამ თემაზე, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.


სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრს ეკუთვნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად,  youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში დაბლოკა.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner