logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: დღეს ქვეყნის დიდი პატრიოტის ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის დაბადების დღეა
- +

21 სექტემბერი. 2016. 15:32



„დღეს ქვეყნის დიდი პატრიოტის, დიდი მამულიშვილის ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის დაბადების დღეა", - წერს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში.



„ღვთის განგების გარეშე არაფერი არ ხდება და არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ ღვთისმშობლის შობას 21 სექტემბერს მოევლინა ვასილ პავლოვიჩი ქვეყანას და ღვთისმშობლის მიძინების დღეს 28 აგვისტოს გარდაიცვალა. სწორედ ღვთისმშობელი მარიამი მფარველობდა 13 წლის სრულიად დაობლებულ უდედმამოდ დარჩენილს. ვასილ მჟავანაძე მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება დიდი ეროვნული საქმეების კეთება. არ მეგულება ადამიანი იმ ეპოქიდან ვინც რაიმე გადაკრულსაც კი იტყვის მასზე. მან დატოვა უდიდესი სიყვარული და სითბო და რაც მთავარია ერთიანი და ძლიერი საქართველო. სამწუხაროდ, მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ საქართველოს და ქართველობას არ გაუხარია.

ტრადიციულად როგორც ყოველთვის დღეს მის შვილთან ნინო მჟავანაძესთან ერთად, ვასილ მჟავანაძის საფლავზე გახლდით." - წერს მჟავანაძე.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner