„თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება", - ამის შესახებ BBC იუწყება.
„რუსთავი 2"-ის ცნობით ამერიკის შეიარაღებული ძალების ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილმა მძიმე ტრამვები მიიღო და ახლა მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ადამიანის უფლებათა საკითხებში სირიის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ქალაქ რაკას საავდმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია ომარ ალ შიშანის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა მოგივიანებით დააზუსტა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ ერთი მეთაური დაჭრილია.
2015 წლის მაისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თარხან ბათირაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტმა პანკისელი მებრძოლი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს 3 მეთაურთან ერთად სპეციალურ სიაში შეიყვანა და ოთხივე პირის შესახებ ინფორმაციისთვის 20 მილიონი დოლარი დააწესა.
თარხან ბათირაშვილი ამერიკამ ტერორისტთა შავ სიაში 2014 წელს შეიყვანა.