ადამიანის უფლებების დამცველები (Advocates For Human Right) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საქართველოს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ორგანიზებით" 10 ქვეყნის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თბილისში სამდღიან სამუშაო შეხვედრას მართავენ.
საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, ყაზახეთის, რუსეთის, უზბეკეთისა და ესპანეთის ქალთა უფელბადამცველი ორგანიზაციები ამერიკელი ექსპერტებისგან იმ სირთულეების დაძლევებზე მუშაობენ, რაც ქალთა მიმართ ძალადობას და ქალთა ორგანიზაძიების გაძლიერებას უკავშირდება.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ორგანიზაცია „დამცველები უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი რობინ ფილიფსი აღნიშნავს, ძალადობა მთელ მსიფლიოში პრობლემური საკითხია, მათ შორის შტატებსიც: „ქალთა არასამთავრობო ორგანოზაციებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ. ერთ-ერთია ფინანსური რესურსების მოძიება, რადგანაც თუ ეს არ არსებობს, ორგანიზაციები ვერ გაძლიერდებიან და განვითარდებიან. ძალადობა მთელ მსოფლიოში პრობლემაა და მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც - შატატებშიც, თუმცა, მსხვერპლთა დაცვის ხარიხსი მაღალია. ჩვენთან პირველ ადგილზეა ძალადობა ოჯახში და შემდეგ მოდის სექსუალური ძალადობა. ამიტომაც საჭოროა ქალთა ორგანიზაციების გაძლიერება".
როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ქალთა აქტივობების მიმართულებით დონორთა ინტერესები შემცირებულია, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის: „პოლიტიკური აქტივობა, სოციალური სერვისები, ძალადობა, ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც დონორთა აქტივობები განელდა. მსგავსი სამუშაო შეხვედრები კი საუკეთესო შესაძლებლობაა ფონდების მოძიების და გაძლიერების. ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და ქალთა ორგანიზაციებისთვის სამუშაო შეხვედრებს მართავენ, ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა ქალთა პრობლემატიკაზე მუშაობის გამოცდილებით. კანონპროექტი, რომელიც ჩავენმა ორგანოზაციამ შეიმუშავა ოჯახში ძალადობის კუთხით და პარლამენტმა დაამტკიცა, სწორედ მათი გამოცდილების გაზიარებითა და თანამშრომლობით მომზადდა. კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზაც სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ქალთა დაუცველობის მიმართულებით პრობლემები იმდენად მასშტაბურია, ქალთა ორგანიზაციებს გაძლიერება და განვითარება ნამდვილად გვჭირდება".