logo_geo
eng_logo
ნანა თეთრაძე: სახლიდან წაყვანიდან ერთი კვირის თავზე, 23 სექტემბერს, სერგო წამებისას შემოაკვდათ!
- +

22 სექტემბერი. 2016. 17:23



გარდავლილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ქვრივი ნანა თეთრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მისი მეუღლის დაკავების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, სერგო თეთრაძე „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი აღმოჩნდა.


„2007 წლის 5 თებერვლიდან ჩემი მეუღლე თავდაცვის სამინისტროში აღარ მსახურობდა - თადარიგის ოფიცერი იყო, ომის ვეტერანი. სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავით ლონდარიძის დედის მიწის ნაკვეთის ინტერესი ჰქონდათ, იგი ყველანაირ პრესში გაატარეს, მაგრამ პოზიცია რომ არ დათმო, საქმის შეკერვა გადაწყვიტეს. ამისათვის სხვა, უფრო მაღალი თანამდებობის ადამიანის ჩართვა დასჭირდათ. მის ტელეფონში ეძებდნენ პიროვნებას, რომელსაც ამ საქმისთვის გამოიყენებდნენ. ბრმა მსხვერპლი ჩემი მეუღლე აღმოჩნდა. მისი წამება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში დაიწყო, სადაც 24 საათი გაატარა. ჯერ კიდევ სერგოს სიკვდილამდე ვიცოდი, რომ მას რამდენიმე ადამიანი ერთდროულად აწამებდა, თუმცა, ორი პიროვნების - ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ამოცნობა შეძლო", - განაცხადა სერგო თეთრაძის მეუღლემ.

 

ნანა თეთრაძის თქმით, სერგო თეთრაძე ციხეში ელექტროშოკითაც აწამეს და ეს გვამსაც კარგად ეტყობოდა.

 

„ენა ვერ გადმოსცემს იმ სისასტიკეს, რაც ჩემს მეუღლეს დამართეს. სერგო ელექტროშოკითაც აწამეს, გვამზეც ეტყობოდა ნაიარევი. ვინც ბალზამირება გაუკეთა, მითხრა, ყველა ორგანო ამოჭრილი ჰქონდაო. ეშინოდათ, ალტერნატიული ექსპერტიზა არ გამეკეთებინა.

 

სახლიდან წაყვანიდან ერთი კვირის თავზე, 23 სექტემბერს, სერგო წამებისას შემოაკვდათ! ცინიზმისა და სადიზმის მწვერვალი, იცი, რა იყო?! სერგოს დედასთან დარეკეს, რომელიც სხვა სახლში ცხოვრობს და უშუალოდ მას უთხრეს - მობრძანდით და თქვენი შვილის გვამი წაიღეთო", - განაცხადა ნანა თეთრაძემ „ასავალ-დასავალთან" საუბარში.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner