logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე პაატა ბურჭულაძეზე: როდესაც გვარამია მორალს გიკითხავს, პოლიტიკური ლიდერობის პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს!
- +

22 სექტემბერი. 2016. 17:23




თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა. მისი თქმით, როდესაც ნიკა გვარამია ქართველ ბანს მორალს უკითხავს, ბურჭულაძეს პოლიტიკური ლიდერობის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს.

 

„ვის თამაშს თამაშობდა პაატა ბურჭულაძე, ჩვენ აქამდეც კარგად ვიცოდით, მაგრამ ამ სატელეფონო საუბრით ეს ადამიანი მთლად გაშიშვლდა! როდესაც ნიკა გვარამია გიკითხავს მორალს და გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე, თუ გინდა, „რუსთავი 2"-მა გაგაშუქოს, პოლიტიკური ლიდერობის პრეტენზია და მითუმეტეს, „ქვეყნის გადარჩენის" ამბიცია აღარ უნდა გქონდეს!

 

ნიკა გვარამია არის სააკაშვილის ხელქვეითი, ანუ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილის ხელქვეითი, გვარამიას ხელქვეითი!

 

ახლა მკითხველმა თავად განსაჯოს, როგორი „დამოუკიდებელი მედია" გახლავთ „რუსთავი 2" და - პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ორგანიზაცია! ძალიან მინდა, ჩავიხედო იმ ადამიანების თავებში, ვინც პაატა ბურჭულაძეს აძლევს ხმას! ეს ხომ პირდაპირ ნაცებისთვის ხმის მიცემას ნიშნავს?!

 

მოკლედ, გონების დიდი დაძაბვა არ სჭირდება, რომ ყველა ჭკუათმყოფელმა დაასკვნას: „რუსთავი 2" არის ტერორისტული ორგანიზაციის რუპორი და ის რევოლუციური სცენარით მუშაობს!

 

„ნაციონალური მოძრაობა" არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, რომელიც, ყველა კანონისა და წესის მიხედვით, უკვე კარგა ხნის აკრძალული უნდა იყოს!" - ამბობს სოსო მანჯავიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner