საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო".
23 სექტემბერს, 15:00 საათზე, ნიქოზის საჯარო სკოლაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის" 850 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წაიკითხავს ლექციას და გამართავს დისკუსიას ადგილობრივ მოსახლეობასთან; კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე კი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, მეცნიერი ესმა მანია ისაუბრებს; ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება, ქართული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი" ჩვენება. კინოსურათის სცენარისტი, მწერალი გურამ მეგრელიშვილი ინტერაქციის რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგს გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა სახის გამოფენა მოწყობა, ადგილობრივი ახალგარზდა ხელოვანების მონაწილეობით;
პროექტის დასკვნითი ნაწილში კი შემაჯამებელ კონცერტი გაიმართება; კონცერტში მონაწილეობენ: ფოლკლორული ანსამბლი „მაჩაბელა" და კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდი;
ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები;
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო" ორგანიზაცია „მომავლის სოფლის" ინიციატივით ხორციელდება.