logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ ხორციელდება
- +

22 სექტემბერი. 2016. 17:32



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო".



23 სექტემბერს, 15:00 საათზე, ნიქოზის საჯარო სკოლაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის" 850 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წაიკითხავს ლექციას და გამართავს დისკუსიას ადგილობრივ მოსახლეობასთან; კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე კი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, მეცნიერი ესმა მანია ისაუბრებს; ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება,  ქართული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი" ჩვენება. კინოსურათის სცენარისტი, მწერალი გურამ მეგრელიშვილი ინტერაქციის რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგს გამართავს.



ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა სახის გამოფენა მოწყობა, ადგილობრივი ახალგარზდა ხელოვანების მონაწილეობით;



პროექტის დასკვნითი ნაწილში კი შემაჯამებელ კონცერტი გაიმართება; კონცერტში მონაწილეობენ: ფოლკლორული ანსამბლი „მაჩაბელა" და კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდი;



ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები;



პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო" ორგანიზაცია „მომავლის სოფლის" ინიციატივით ხორციელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner