logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ლევან ბერძენიშვილი თავის მოკვლას აპირებს!
- +

22 სექტემბერი. 2016. 17:50



რესპუბლიკელი ბერძენიშვილებიდან ერთ-ერთი - ლევანი ვაჟა-ფშაველაზე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძვის! იგი ისე გაერთო საარჩევნო ლაქლაქში, რომ ისეთი დიდი სისულელე დააბრეხვა, რომელსაც, მაგალითად, მე სიცოცხლის ბოლომდე შევახსენებ!


მოკლედ, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილსა და ნუცუბიძის ქუჩის ნაწილში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან: „ოცნებელი" და მომღერალი ზაზა ხუციშვილი, ნაცი პეტრე ცისკარიშვილი და რესპუბლიკელთა გურუ - ლევან ბერძენიშვილი!


ჰოდა, ამ ლევან ბერძენიშვილმა, როგორც იტყვიან, საკუთარ თავსაც კი აჯობა, ისეთი სისულელე წამოაყრანტალა:


„ფაქტობრივად, მარტო ვიბრძვი, პოლიტიკური ბრძოლა ვისთან უნდა წარვმართო? გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან" და პეტრე ცისკარიშვილთან ძნელია ძალიან! მათ პრობლემა აქვთ, ჰყავთ ამომრჩეველი, რომლის გარდა, ერთი კაციც კი არ მისცემს ხმას. „ქართულ ოცნებას" ჰყავს წარმოდგენილი ჩემი საყვარელი ჯგუფის („ვაკის პარკი" - გ.გ.) ვოკალისტი და ხელმძღვანელი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც თქვა, რომ უპირატესობები მაქვს მე სხვებთანო! ასეთ კაცს თუ ვერ დავამარცხებ, თბილისში ერთი მდინარე არ ჩამოდის, რამდენიმეა და შეიძლება, თავი რამეს მივცე. მე ვაპირებ ბრძოლას და გამარჯვებას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ პოლიტიკა იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტში!"


ეს უკვე ამპარტავნობა კი არა, ზღვარგადასული კრეტინიზმია!


ანუ თუ ლევან ბერძენიშვილი არ იქნება პარლამენტში, თურმე, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ იქნება თვით პოლიტიკა!


ეს იქით იყოს, არჩევნებში თუ ვოკალისტ ხუციშვილთან დავმარცხდები, თავს დავიხრჩობო!


მართალია, ცნობილმა დემაგოგმა და ფარისეველმა, ყოველი შემთხვევისთვის, იქ სიტყვა „შესაძლოა" ჩააკვეხა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ეგ არ ითვლება!


ლევან ბერძენიშვილს 8 ოქტომბერს აუცილებლად მოუწევს სანაპიროსკენ დაშვება და ბარათაშვილისეული „ფიქრნი მტკვრის პირას" ამოკვნესება! ანდა, მთლად ჰამლეტისებური გამოძიება მარადისობასთან: „ყოფნა - არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის!"


რამდენიც უნდა იტრაბახოს ლევან ბერძენიშვილმა, კონკურენტი არავინ მყავს და მარტო ვიბრძვიო, ის 8 ოქტომბრის არჩევნებში სამარცხვინოდ დამარცხდება! თანაც, არა მხოლოდ ვოკალისტ „ოცნებელთან", არამედ - „მეცოცხე" ნაცთანაც! ჰოდა, ნაც პეტრე ცისკარიშვილთან რომ წააგებ, მართლა უნდა მისცე თავი წყალს, აბა, რა უნდა ქნა?!


შესაძლოა, რესპუბლიკელებს ვაჟა-ფშაველას გამზირისკენ რაღაც რაოდენობის გზააბნეული ამომრჩეველი კი ჰყავთ, მაგრამ არა იმდენი, რომ ლევან ბერძენიშვილმა ასე იმატრაბაზოს, თითქოს იულიუს კეისარი მყავდეს, „მიველ, ვნახე, დავამარცხეო!"


მითუმეტეს, მინდა, ვაჟა-ფშაველას სახელობის გამზირის მოსახლეობას ისიც შევახსენო, რომ სწორედ ამ ლევან ბერძენიშვილმა, ორღობის ჭორიკანა დედაკაცივით, ვაჟა-ფშაველა აღვირახსნილ სექსოპათად გამოაჭენა, როდესაც მას, არც მეტი - არც ნაკლები, თვით სტალინის დედასთან - კეკე გელაძესთან ინტიმური ურთიერთობა დააბრალა! დიახ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთი საჯარო ლექციისას „დაასკვნა", სტალინი ვაჟას უკანონო შვილია, რადგან კეკეს გორის სემინარიის სტუდენტები მასობრივად ჰყვარობდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ვაჟა იყოო!


მოკლედ, ლევან ბერძენიშვილმა, იმ ცნობილი თეთრი გედისა არ იყოს („თეთრი გედი თავს მოიკლავს ამაღამ..."), 8 ოქტომბრისთვის, დაბარებულივით, თავის მოკვლა დააანონსა!


არ ვიცი, შესაძლოა, „კაგებე"-ში „დელფინას" მეტსახელდანათლებულ ლევან ბერძენიშვილს ჰგონია, რომ „წყალს თავს მისცემს", იქიდან კი მაინც დელფინივით ლაღად ამოცურავს, მაგრამ მე, როგორც ჰუმანურ ადამიანს, ეს არარაობაც კი არ მემეტება „საშილაფლავედ"!

 

რამდენადაც ცნობილია, ლევან ბერძენიშვილს ძალიან ემშობლიურება ხალხში „ხაზარბანკირად" აღიარებული მამუკა ხაზარაძის „ლიტერატურული საბარასტიზმი", სხვადასხვა ჯურის „ტუალეტის პოეტები" და თვით „უნიტაზის სოფოკლე" - ლაშა ბუღაძე, ამიტომ ჩემი უფასო რჩევაა:


ლევან ძვირფასო, 8 ოქტომბერს, საღამოს, არჩევნების მძიმე შედეგების გათვალისწინებით, რესპუბლიკელებს გრძელი რიგი კი გექნებათ, მაგრამ „თავის მისაცემად" რომელიმე მდინარეს კი არა, მაინც პარტიულ უნიტაზს მიაშურო, გირჩევ!

 

მაინც არ იძირები და...




გიორგი გიგაური


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner