logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საარჩევნო კამპანიაზე დიდწილად პასუხისმგებელია ხელისუფლება
- +

22 სექტემბერი. 2016. 18:17



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე „რეპორტიორთან" საუბრობს აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო სამაგალითოა.

ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა პარტიის კანდიდატს თავისუფალი საარჩევნო გარემო ჰქონდეს.



„საარჩევნო კამპანიაზე დიდწილად პასუხისმგებელია ხელისუფლება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა წარმოდგენილ კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი საარჩევნო გარემო. მცირედი ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ვინმეს უშლიდეს ხელს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. დიდი სურვილი მაქვს, რომ ბოლომდე შენარჩუნდეს ეს მდგომარეობა.

სწორედ ეს განაპირობებს დადებით შეფასებებს",- განაცხადა ხუნდაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner