„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რადიო თავისუფლების გადაცემაში „ინტერVIEW" ამბობს, რომ ორ პარტიასთან არ ითანამშრომლებენ არასდროს, ესენია რესპუბლიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობა".
„მე აქამდეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ორ პარტიასთან, ესენი არიან რესპუბლიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობა". დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკური პარტია ვერ შევა პარლამენტში და არ მოგვიწევს თანამშრომლობა შესაბამისად. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", დღეისათვის მათი რეიტინგი სადღაც 6,5-7%-ია, მეტი არა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.