ავტორი ანა ფერაძე
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ „მშვიდობის მემორანდუმზე" „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნულ მემორანდუმს მისი პარტია ემხრობა.
„ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ „მშვიდობის მემორანდუმს" ხელს თუნდაც იმის გამო მოვაწერ, რომ შემდეგში პრეტენზიების საფუძველი არ გახდეს.
საერთოდ, ჯობს, რომ სახელისუფლებო პარტიამ თავის წევრებზე კონტროლს დიდი დრო დაუთმოს, რათა კანონის ზღვარს ხელისუფლებაში მყოფი პირები არ გადავიდნენ", - აღნიშნა მეჭიაურმა.