logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: პრემიერის გამოსვლაში ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება
- +

22 სექტემბერი. 2016. 18:29



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას პარტიის წევრები აფასებენ.


როგორც „ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, პრემიერს გაერო-ში ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა.   


„პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა გაერო-ში. ვფიქრობ,რომ  ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული მის სიტყვაში, პირველ რიგში, მთავარი ნაწილი დაეთმო იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მაგალითად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ, ასე ვთქვათ, რეგიონს, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულად განვითარდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ აი ამ აბრეშუმის გზის ფუნქციის განხორციელება ეფექტურად მოხდეს და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და იმაზე, თუ გაერო-ს რა შეუძლია გააკეთოს, მაგალითად დევნილ პირებთან მიმართებით ეფექტური ზომების მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში", - განაცხადა ჩუგოშვილმა.



„ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, პრემიერ-მინსიტრი სიტყვით გამოსვლისას ყველა იმ პრობლემურ საკითხს შეეხო, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.


„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც მთავარია, იმ მიღწევებსაც, რომელიც, ასე ვთქვათ, საქართველოს წინაშეა. მან წარმოაჩინა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც არამარტო მიმღებია გარკვეულწილად საერთაშორისო მხარდაჭერის არამედ სრულფასოვანი მონაწილე საერთაშორისო პროცესების და სრულფასოვანი პარტნიორი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში, რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner