„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოა და ყველას შეუძლია, საკუთარი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს.
„საარჩევნო გარემო უპრეცედენტოა. პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი არ ეშლებათ. ყველას აქვს საშუალება, ამომრჩეველს საკუთარი პარტია გააცნოს და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს.
დღეს განსხვავებული აზრი არ იდევნება და იმის გამო, თუ ვინმე გააკრიტიკე, სამსახურიდან არავის ათავისუფლებენ. რაც მთავარია, „ქართულმა ოცნებამ" შექმნა იმის პირობა, რომ ამომრჩეველმა თავისუფლად მიიღოს არჩევანის გადაწყვეტილება", - აღნიშნა წულაიამ.