აღმაშენებლის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება და ოფიციალური გახსნა 25 სექტემბერს იგეგმება.
პროექტის „ახალი ტიფლისის" ფარგლებში მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მოეწყო და აღდგა სანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემები. ასევე რეაბილიტაცია - რესტავრაცია 48 სახლს ჩაუტარდა.
ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი ავტომობილებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა.