logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რთველი წარმატებულად მიმდინარეობს!
- +

22 სექტემბერი. 2016. 21:17


 

„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ექსპორტზე გატანილი ღვინიდან მიღებული შემოსავალი იყო 472 მილიონი დოლარი. 4 წლის განმავლობაში კი 527 მილიონია. შეიძლება სულ ცოტა ცდომილება მქონდეს. 527 მილიონი 4 წელიწადში გაცილებით მეტია ვიდრე 9 წლის განმავლობაში",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

როგორც ივანიშვილმა, GDS-ის ეთერში განაცხადა, კახეთში რთველის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.


„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ექსპორტზე გატანილი ღვინიდან მიღებული შემოსავალი იყო 472 მილიონი დოლარი. 4 წლის განმავლობაში კი 527 მილიონია. შეიძლება სულ ცოტა ცდომილება მქონდეს. 527 მილიონი 4 წელიწადში გაცილებით მეტია ვიდრე 9 წლის განმავლობაში. შემთხვევითაა? ვიღაც იტყვის, რომ ნელ-ნელა განვითარდა? მაშინ სხვა რამეც გავიხსენოთ - 2005-2006 წლებში, მე ვაძლევდი სუბსიდირებას პირადად კახელ გლეხებს. მესამე წელიწადს უარი მითხრეს, შენ ეკონომიკა არ იციო, ბენდუქიძეა მაგარიო, ქართულ ღვინოს და ყურძენს ფასი არ აქვსო, მაგას ევროპაში ვერ გაიტანო, მხოლოდ საკონიაკე სპირტი უნდა დამზადდესო და 20 თეთრზე მეტი თუ იყოო, არარენტაბილურიაო, ამიტომ თავი დაანებე შენ დახმარებასო, დაჟინებით ვითხოვდი, ჩემს ფულს გაძლევთ-მეთქი და თან სახელს არ ამბობდნენ ჩემსას. ამაზეც თანახმა ვიყავი. მე არც მინდოდა ჩემი სახელი ეთქვათ, გვიან, პოლიტიკაში შემოსულმა ვთქვი ეს ყველაფერი.

 

ნახეთ, რამხელა ნახტომია, მეოთხე რთველი მიდის, რაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, ოთხივე როგორ დაბალანსებულად ჩატარდა. რამხელა ყურადღება დაუთმო ხელისუფლებამ. დღესაც, მე ვთვლი, რომ წარმატებულად მიდის რთველი. არის საკმარისი ეს ფასი დღეს რაც იხდება? არ არის საკმარისი. ერთი ლარი არის კარგი ფასი? არ არის ერთი ლარი კარგი ფასი, მაგრამ გარწმუნებთ, აი, უახლოეს დროში, ცოტაც დარჩა, ბაზრები ნახეთ როგორ გააფართოვა ახალმა ხელისუფლებამ, რამდენი ვიზრუნეთ. მე პირადად, ძალიან მაგარი შეხვედრები მქონდა ჩინეთში ყველაზე მდიდარ კერძო კომპანიასთან. ახლაც გრძელდება მოლაპარაკებები, სხვებსაც ვხვდებით. ჩინური ბაზარი ძალიან გავააქტიურეთ.  გარწმუნებთ, ვაზი ყველგან დაირგვება, სადაც შეიძლება, საქართველოში ისეთი პირობები შეიქმნება და ყველას გავყიდით და გავყიდით ღირსეულ ფასად",- აღნიშნა ივანიშვილმა.


 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner