logo_geo
eng_logo
ანზორ ერქომაიშვილი: ქართულ ხელოვნებაში მერაბმა მთელი ეპოქა შექმნა
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 სექტემბერი. 2016. 22:01



მომღერალმა ანზორ ერქომაიშვილმა მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან"  მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბმა მთელი ეპოქა შექმნა.


„მერაბმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხელოვნებაში, რომელიც ახლა გათავდა. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მის პერიოდში მომიხდა ცხოვრება.  მისი შემოქმედება სამუდამოდ იცოცხლებს", - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

 

დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner