სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს შენდობა სთხოვა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა შენდობის წესი შეასრულა და შენდობის დღესთან დაკავშირებით მრევლს ცოდვათა შენდობისკენ მოუწოდა.
"მაცხოვარი ამბობს, თუ შეუნდობ მოყვასს, უფალი მამაზეციერი შეგინდობს და ამ კურთხეულ დღეს, მე ცოდვილი მონა, გთხოვთ ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო შემინდეთ ცოდვები ჩემი.
შევთხოვოთ უფალს, რომ მან მოგვცეს ძალა ბოროტებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი უფრო მკაცრი და ბოროტი გახდა. ბოროტება თითქოს მოიცავს ჩვენს ცხოვრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მადლი აღემატება ცოდვას და ღმერთი მოწყალეა", - ბრძანა პატრიარქმა.