logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს
- +

22 სექტემბერი. 2016. 22:15



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ქართულ პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხად, გენდერული ბალანსი უხეშადაა დარღვეული.


„ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს. პოლიტიკასთან დაკავშირებით, დარღვეულია თანასწორობა, რეალობა განსხვავებულია. მეორე ნახევარი, რაც ჩვენ კარგად გვაქვს დაფუძნებული - მეუღლე, აბსოლუტურად ვამართლებთ ამ სიტყვებს და ამ დროს, პოლიტიკაში, თუ მკითხავთ, უხეშადაა დარღვეული.

 

უახლოეს დროში ამას გამოვასწორებთ. ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა, მაგრამ არ დამიჯერეს. ვერ მოხდა კვოტის დაწესება. ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ, მაგრამ ვერ გამოვიდა. ჩვენი ქალბატონები მეორე ნახევრები არიან. ხშირად, პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს", - განაცხადა  ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner