ავტორი ანა ფერაძე
მასხიობმა დიმიტრი ჯაიანმა მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" მის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერძენიშვილი დიდი მოქანდაკე და ერისკაცი იყო.
„მერაბ ბერძენიშვილი საქართველოს ეკუთვნის. მერაბი დიდი მოქანდაკე და ერისკაცი იყო. ქედს ვიხრი მისი ნიჭის და კაცობის წინაშე", - აღნიშნა ჯაიანმა.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.