"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრთან თინა ხიდაშელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„თინა ხიდაშელი, იგივე გამყალბებლოვა ბიძინა ივანიშვილს ემუქრება,- ბოდიშის მოხდა მოგიწევთო. 4 წელი ამ "რესპუბლიკელმა" წურბელებმა სრულ იდილიაში გაატარეს: ნაცებიც გადაარჩინეს, კოჰაბიტაციაც რქებით გაიტანეს, კუბლაშვილსაც ლობირებდნენ, თანამდებობებიც დაითრიეს და არჩევნებიც გააყალბეს, ახლა ივანიშვილს კბენენ. ასეთია პოლიტიკური წურბელების ბუნება. რა იყო, ფეხებს ვეღარ აბაკუნებთ მთავრობის სხდომებზე?! ვეღარ აშანტაჟებთ ივანიშვილს, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაკარგავს, თუ რესპუბლიკელი წურბელები არ იქნებით ხელისუფლებაში?!", - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.