logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ამომრჩევლებს თვალით არ უნახავთ!
- +

22 სექტემბერი. 2016. 22:55



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია   PALITRANEWS-ის  გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონში კენჭი იყარა, ამომრჩევლებს თვალით არ უნახავთ.


გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ოლქში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება უკეთესი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში.


ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.


მაჟორიტარი დეპუტატი ზოგადად დიდი უფლებებით არ არის აღჭურვილი, მაგრამ ბოლო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ყველა მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონში კენჭი იყარა, ამომრჩევლებს თვალით არ უნახავთ. იცით, პრობლემები გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა თვითმმართველობის დეპუტატი ახლა არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს ადამიანები "ქართული ოცნებიდან", კოალიციით გავიდნენ", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner