logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობას შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2016. 23:04



22 სექტემბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (03 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავრობის განვლილი გზა მიმოიხილა და ოთხ პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის და განათლების რეფორმებზე, აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაზე საგარეო ფაქტორები. განათლების კუთხით პრიორიტეტულად მეცნიერება დაასახელა და ისაუბრა პედაგოგების სამომავლო ხელფასის ზრდაზე.


ზაზა ხუციშვილმა მოსახლეობას აქტიურობისაკენ და არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდა. მან ხალხს  დაპირება მისცა, რომ მათი ურთირთობა გრძელვადიანი და საკმაოდ ნაყოფიერი იქნება.

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner