logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვაჟკაცია, კახურად პირდაპირია და მართალი კაცია!
- +

22 სექტემბერი. 2016. 23:18



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის როლის შეფასებისას, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ღარიბაშვილი არის კარგი სათადარიგო მოთამაშე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგად მოვიდა და  კაცურად წავიდა.


„ახლაც ისევე ვმეგობრობ ღარიბაშვილთან, როგორც ადრე, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. არც მაშინ მერიდებოდა ამის თქმა და არც ახლა. ვაჟკაცია, კახურად პირდაპირია და მართალი კაცია. ირაკლის მზაობა ჰქონდა, თუ საჭიროება იქნებოდა პოლიტიკაში ჩართულიყო. მასთან მაქვს აქტიური ურთიერთობა დღესაც, ხშირად ვერ ვხვდებით, საუბედუროდ, მაგრამ სატელეფონო საუბრები გვაქვს. ჩვენი მეუღლეები საუბრობენ ერთმანეთში. ვფიქრობ, რომ ირაკლი არის კარგი სათადარიგო მოთამაშე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგად მოვიდა, კაცურად წავიდა. გაიმეორა ის, რაც მე გავაკეთე. მიმაჩნია რომ ისტორიაში პრეცედენტი არ ყოფილა ჩემამდე, მოვედი გავიმარჯვე და წავედი. ირაკლი გამოვიდა, თქვა რომ სხვებმაც სცადნონ... აბა ნახეთ პოლიტიკაში რამდენზე გაგიჩერდებათ თვალი, ვინც ამაყობს რომ 10-15 წელია პოლიტიკაშია. ირაკლი ასე წავიდა და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უნდა მისი ნახვა პოლიტიკაში, როცა დადგება საჭიროება ირაკლის არაფერი არ შეუშლის ხელს, მას ეს მზაობა სულ აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner