„მე რატომ უნდა დავჯდე ერთთან არ მეორესთან, იდებატონ ერთმანეთში. მე მაქვს უფლება, როგორც მოქალაქეს, აზრი გამოვთქვა",- ამ სიტყვებით უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დავით უსუფაშვილთან, კახა შარტავასთან და ირაკლი ალასანიასთან ტელედებატებს და ყოფილი პრემიერის ეთერში მიწვევას ეხებოდა.
„მადლობა "მაესტროს" მიპატიჟებისთვის, მაგრამ არაკორექტულია, მე არც უნდა დავჯდე ტელედებატებში. ანეკდოტი გინდა, მოგიყვეთ? ებრაელს „ობეხეესი" მიადგა, ღამის 3 საათზე უკაკუნებენ, გააღეო, ვინ ხართ, ამ შუაღამისასო. ობეხეესიდან მოვედით, სალაპარაკო გვაქვსო. რამდენი ხართო? - სამნიო. ჰოდა, ილაპარაკეთ ერთმანეთშიო. მე რატომ უნდა დავჯდე ერთთან არ მეორესთან, იდებატონ ერთმანეთში. მე მაქვს უფლება, როგორც მოქალაქეს, აზრი გამოვთქვა.
სასამართლოც წელში გასწორდა, რადგან ხელისუფლებაც აღარ ერევა და მეორე მხარეს ისე იოლად აღარ გასდის. "ნაცები" გამწარებული არიან, რომ ვეღარ მართავენ სასამართლოს. გვარამია გამოდის, ქაფი აქვს პირზე პირდაპირი მნიშვნელობით და მოსამართლეებს მათრახით ცდილობს შემოუძახოს, სასამართლო გაუარესდაო ამბობს. რა თქმა უნდა, „ნაცებისთვის" კატასტროფულად გაუარესდა ვითარება. სასამართლო ჯიბეში ჰყავდათ, დღეს ვეღარ იმორჩილებენ და საშინლად გაღიზიანებული არიან",-განაცხადა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა.