ავტორი ანა ფერაძე
პარლამენტარმა ვახტანგ ხმალაძემ მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" ხელოვანის მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კარგად ახსოვს ბერძენიშვილის გამოსვლები მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა.
„კარგად მახსოვს, როგორ მოქმედებდა მერაბ ბერძენიშვილი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა. მახსოვს 9 აპრილის შემდგომი პერიოდი და მერაბის გამოსვლები, შეფასებები. ჩვენ დიდი კაცი დავკარგეთ", - აღნიშნა ხმალაძემ.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.