logo_geo
eng_logo
ვალერი გელაშვილი: მერაბიშვილმა, კოდუამ და სირაძემ სააკაშვილის ბრძანება შეასრულეს
- +

22 სექტემბერი. 2016. 23:55



„კმაყოფილი ვარ, რომ განაჩენი დადგა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დავალება შეასრულეს და ჩემზე თავდასხმა მოახდინეს", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვალერი  გელაშვილმა GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.


გელაშვილის განცხადებით, სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბრძანება შეასრულეს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი გელაშვილი ქვეყნის მტერი იყო, რომელიც უნდა გაენეიტრალებინათ.

 

„ჩემზე თავდასხმის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, მერაბიშვილმა, კოდუამ და სირაძემ კი, მისი დავალება შეასრულეს. რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც დადგეს.

სპეცრაზმელებმა, რომლებმაც დავალება შეასრულეს, იმ მომენტში იცოდნენ, რომ მე ქვეყნის მტერი, შეაიარაღებული პირი  ვიყავი და საჭირო იყო ჩემი განეიტრალება. მათ დღის ბოლოს გაიგეს, რომ თავდასხმა ვალერი გელაშვილზე მოახდინეს. მე მომდიოდა ინფორმაცია, რომ ისინი ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ძალიან ნანობდნენ.  მათ იცოდნენ, რომ ოდესმე პასუხს აგებდნენ. სპეცრაზმელები ქვეყნის სამსახურში იყვნენ და როცა პირველი პირი ბრძანებას იძლევა, მათ უფლება არ ჰქონდათ, ქვეყნის მტრის განეიტრალების ბრძანება არ შეესრულებინათ. მათ წინაშე მე პრეტენზია არ მაქვს და არც არასდროს მექნება", - განაცხადა  გელაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner