logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: ციხისძირის ხეების საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აფიორაა
- +

17 თებერვალი. 2016. 13:23


უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ციხისძირის ხეების თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აფიორა და ყალბი პროტესტი.


 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაციონალურმა მოძრაობამ" 2011 წელს ერთ ლარად გაასხვისა ის ტერიტორია, სადაც ახლა პარტიის წევრებს კარავი აქვთ ჩადგმული. სწორედ იმ მონაკვეთზე არ აქვს დოკუმენტი კომპანიას ხეების ზღვამდე გადასატანად, რადგან მიწის მფლობელი ვერ იპოვეს.


სულ მიკვირდა ნაციონალური მოძრაობის" ეს ისტერია ხეებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გამაღიზიანა გივი თარგამაძის განცხადებამ, როცა თქვა, რომ აჭარლების მიწის დასაცავად თბილისიდან უწევს ჩამოსვლა. აჭარლებს კარგად ახსოვთ, როგორ გაანიავეთ ათასობით კვადრატული მიწა, დღეს კი მოუწოდებთ იმ მიწის დაცვას, რომელიც თურმე ყოფილა თქვენი. ტერიტორია, რომელზეც კომპანიამ უნდა გაატაროს ხეები, 2011 წელს გაასხვისეს ნაციონალებმა" ერთ ლარად დღემდე დაუდგენელ პირზე", - განაცხადა მაზ ბაკურიძემ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner