logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დაიმახსოვრეთ, სააკაშვილი ოდესიდან ციხეში დაბრუნდება!
- +

22 სექტემბერი. 2016. 23:57


 


„სააკაშვილი წავა ციხეში. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის დაკავებაში მიიღებს მონაწილეობას", - აცხადებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რადიო „თავისუფლების" გადაცემაში „ინტერVIEW".


მისი თქმით, სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის რეჟიმი პატიმრებს ციხეში სასტიკად აწამებდა.



„საქართველოში ყველა და ყველაფერი იყიდება, იყიდა „რუსთავი 2"-მა რაღაც გერმანული კომპანია და აბსოლუტურად აბსურდული შედეგები გამოაქვეყნებინა, თითქოს დავით ბაქრაძე ენატრება ქართველ ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ესიზმრება თურმე და ქართველი ხალხი იმაზე ოცნებობს, როდის დაბრუნდება ოდესიდან. სააკაშვილი დაბრუნდება ციხეში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! ხომ ბევრს ეცინებოდა, როდესაც ვამბობდი, რომ პატიმრებს აწამებენ ციხეში, ამბობდნენ, რომ იდეალური პირობები ჰქონდათ და ქართულ ციხეს ნორვეგიის ციხეს ადარებდნენ. ამ დროს ფაქტები იყო, მტკიცებულებები იყო, უბრალოდ ვერ ვამტკიცებდი ამას და ბოლოს და ბოლოს დავამტკიცეთ. ახლაც მაგას ვამბობ, რომ სააკაშვილი წავა ციხეში. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის დაკავებაში მიიღებს მონაწილეობას. და არა მარტო სააკაშვილს, ადეიშვილსაც დავაპატიმრებთ და გაასამართლებს მას თავისუფალი ქართული მართლმსაჯულება. სააკაშვილი თავისუფლად ცხოვრობს ოდესაში, მაგრამ ვეღარ იცხოვრებს, წაბრძანდება „მატროსოვზე". ჩავურთავთ „ობიექტივს" და ვაყურებინებთ 24 საათი, ეს იქნება მისი დასჯა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner