ავტორი ანა ფერაძე
რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში მერაბ ბერძენიშვილის მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს დანაკლისია.
„მერაბ ბერძენიშვილი უდიდესი პიროვნება, მებრძოლი და უნიჭიერესი ადამიანი გახლათ, იგი ყოველთვის მართალი კაცი იყო და აი, ასე განვლო მთელი სიცოცხლე. მერაბი დიდი დანაკლისია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.