logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სიამაყით ვიხსენებ ამ ოთხ წელიწადს
- +

23 სექტემბერი. 2016. 00:03


 

„შიში არ მაქვს, სიამაყით ვიხსენებ ამ 4 წელიწადს. თუმცა 4 წელიწადი მე არ ვხელმძღვანელობდი, მაგრამ გუნდი, რომელიც დარჩა ამ სტანდარტებს იზიარებს",- ამ სიტყვებით აფასებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გატარებულ პერიოდს.


როგორც ივანიშვილმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, „ქართული ოცნებით" ამაყობს.


„რა ბედნიერებაა, როდესაც იწყებენ შეხსენებას და არ მეშინია, რადგან არაფერი მითქვამს, არაფერი მიქნია ისეთი. თუმცა როგორც იწყენებ შეხსენებას, ვიძაბები... შიში არ მაქვს, სიამაყით ვიხსენებ ამ 4 წელიწადს. თუმცა 4 წელიწადი მე არ ვხელმძღვანელობდი, მაგრამ გუნდი, რომელიც დარჩა ამ სტანდარტებს იზიარებს. თუ სტანდარტებს გადაუხვევენ პირველი მტერი მე ვიქნები, ეს იციან. შეიძლება გუნდშიც ძალიან ბევრს აშფოთებს და ხელები ექავება რაღაცეებზე...

 

ყველაფრით ვიამაყებდი რაც გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ. 4 წლის განმავლობაში, თუ ვინმეს ანალიზის უნარი აქვს გავეჯიბრებოდი. აგერ მაქვს საერთაშორისო შეფასებები, საოცრებაა, ასეთი ნახტომები არავის არ აქვს რეიტინგების შეცვლის. გუნდის წევრებს ლომის წვლილი აქვთ, მე ჩემი წვლილი.

 

ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მახსენებდნენ, რომ მე გავურბივარ პასუხისმგებლობას. წავედი და ვთქვი, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ვიზიარებ პასუხისმგებლობას",-განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner