logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებული პროექტები ფასადური იყო
- +

23 სექტემბერი. 2016. 00:55


 

„პროექტები ერთ კვირიან პერიოდში არ აგვიღია. ასევე ჩვენ არ აგვიღია ვალდებულება, რომ მოსვლის დღიდან ყველაფერს გავღებავდით და ფასადურად გავაკეთებდით. ის პროექტები რომლებიც ბრძანეთ, ჩადებული იყო 2016 წლის ბოლოსთვის",- ამ სიტყვებით პასუხობს დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე ოპონენტს „ნაციონალური მოძრაობიდან" ალეკო ჩაფიძეს ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში.


„გლდანის ხევში განლაგებულ სტადიონს რაც შეეხება, ისევე როგორც სოფელ გლდანში ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა. ისევე, როგორც უწერის ქუჩაზე, მაღალი გამტარიანობის მილები, რომ იყო ჩასაყრელი, მილებად კი არ დარჩა ჩაიყარა იმის მერე, როცა ჩვენ მოვედით. გლდანის ხევში განლაგებულ სტადიონის პროექტი 2016 წლის ბოლოს ბიუჯეტშია ჩადებული და დასრულდება. 

 

„ნაციონალური მოძრაობის" დროს დაწყებული ბევრი პროექტი უფრო იყო ფასადური შემადგენლობის. იგივე ლიბანის ქუჩის სტადიონი, რა ფორმითაც დატოვეთ, იმიტომ რომ „გაღლეტილი" იყო ის ადამიანი ვინც აშენებდა, იგივე ფორმით არის გლდანის ხევში არსებული სტადიონი ჩადებული, რომელიც 2016 წელს სრულდება. არ აგვიღია ერთ კვირიან პერიოდში. ასევე ჩვენ არ აგვიღია ვალდებულება, რომ როგორცკი მოვიდოდით ყველაფერს გავღებავდით და ფასადურად გავაკეთებდით. უბრალოდ ეს გაითვალისწინა იმ ბიუჯეტმა და დადგენილებამ, რომელითაც ჩვენ ვმუშაობდით. ის პროექტები რომლებიც ბრძანეთ, ჩადებული იყო 2016 წლის ბოლოსთვის.

 

მტკვარზე არსებულ ტერიტორიას რაც შეეხება, რომელიც მიწით „ნაციონალურმა მოძრაობამ" უზრუნველყვეს. ამ მიწის შეტანა აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდა ზემო ავჭალის მოსახლეობის მთის მოჭრის ხარჯზე და მოსახლეობას უხდება სკოლაში რეზინის ჩექმებით ჩამოსვლა.

ბიჭვინთვის ქუჩას რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემის ავარიული მდგომარეობა იყო. მილები შეიცვალა, მაგრამ მოხდა კომპანიასთან შეუთანხმებლობა უნდა დამრიცხვლიანობა მომხდარიყო. კომპანიამ ააგროვა თავისი და მიატოვა სამუშაო. ერთი კვირის წინ ვისაუბრეთ კანონის ფარგლებში კომპანიასთან, რომ არცერთ კომპანიას არ აქვს უფლება მ,იატოვოს სამუშაოები და ესეც აღდგება.

 

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა არ ნიშნავს იმას, რომ მარტო სურათი გადაუღოთ. 1200-იანი მილი იყო სოფელ გლდანში გახეთქილი და ერთხელ არ შეწუხებულა წინა ხელისუფლება გაეკეთებინათ. წყლით უზრუნველყოფა მოუხდა ქვედა გლდანს",- განაცხადა კობალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner