„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გაერთიანების საგარეო პოზიციაზე საუბრობს თურქეთთან მიმართებაში და ამბობს, რომ მათ კონკრეტული პოზიცია უჭირავთ ამ მხრივ.
„თურქეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული პოზიცია. როდესაც თურქეთს ვეუბნებით, რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი, პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს და მანაც გვაღიაროს ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.