logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თურქეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს
- +

23 სექტემბერი. 2016. 00:59



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გაერთიანების საგარეო პოზიციაზე საუბრობს თურქეთთან მიმართებაში და ამბობს, რომ მათ კონკრეტული პოზიცია უჭირავთ ამ მხრივ.


„თურქეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული პოზიცია. როდესაც თურქეთს ვეუბნებით, რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი, პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს და მანაც გვაღიაროს ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner