logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: პრობლემები წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა
- +

23 სექტემბერი. 2016. 01:15



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „კავკასიის" ეთერში განაცხადა, რომ გლდანის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებს და ხელისუფლებამ მათ მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.


„წელიწადნახევრის განმავლობაში, საკრებულოში ავჭალის მოსახლეობის ინტერესებს წარმოვადგენდი და ვიცავდი. ბიუროში 5000-ზე მეტ მოქალაქეს შევხვდი. პრადად მე და ჩვენმა ბიურომ აღძრა მრავალი ათასი შუამდგომლობა.

 

ძირითადი პრობლემატიკა მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ხედვა ცენტრალურ რაიონებზე იყო მიმართული, ფასადების კეთებაზე და არა ძირეულ, რეალურ ქმედებებზე.

 

პრობლემატიკაა სატრანსპორტო უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალსაკანალიზაციო სისტემის ფაქტობრივად არ არსებობა, ავარიული შენობები, გაყიდული ბაგა-ბაღები, რომელიც წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბავშვო ბაღები არ სჭირდებოდათ. ამ პრობლემების მოგვარებას, არ ვპირდებით, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები და დავიწყეთ მუშაობა",- განაცხადა კობალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner