„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების გეგმის შესახებ და ამბობს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი „ამერიკელ კონგრესმენებთან და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად დაიძვრება საქართველოსაკენ!"
„მინდა, მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებთან და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს!..
სააკაშვილი იტყვის, რომ ის დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, რომ ის უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსანია და ვერცერთი სასამართლო მას ვერ დააპატიმრებს! ნაცები სისხლისღვრასა და უბედურებას გეგმავენ... ამ ფონზე სააკაშვილი იტყვის, რომ მან უნდა „გადაარჩინოს თავისი სამშობლო" და ამერიკელ კონგრესმენებთან და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად დაიძვრება საქართველოსაკენ!.. ეს მოხდება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.