logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: მათ, ვინც მუდმივად კივიან და ფილმს აკრიტიკებენ, რისი ეშინიათ?
- +

23 სექტემბერი. 2016. 01:50



მსახიობი ლალი ბადურაშვილი გაზეთ "ქართულ სიტყვასთან" ინტერვიუში, რომელიც გოგა ხაიდრავას ფილმში "ჰეროკრატია" სერგო თეთრაძის სიდედრს ანსახიერებს აცხადებს, რომ აინტერესებს, მათ, ვინც მუდმივად კივიან და ფილმს აკრიტიკებენ, რისი ეშინიათ?

 

ბადურაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეკითხვა "ნაცების" წარმომადგენელს პირდაპირ ეთერშიც დაუსვა..."


ისიც მაინტერესებს, იმ კომისიას, რომელიც ყველაფერ ამას სწავლობდა, რა უფლება ჰქონდა, რომ ეს "ფაილები" ჩვენთვის დაემალა? საზოგადოებას რატომ არ უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა? რას გვიმალავენ, რა უფლება აქვთ? თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ ინტიმური პირადი ცხოვრება იყო და ამიტომ დამალეს, მაშინ სახეებზე სპეციალური ნიღაბი დაედოთ და ასე გაეშვათ.

 

სერგო თეთრაძის სიდედრის როლით ყველაფერ იმასთან, რაც მაშინ ხდებოდა, უფრო ახლოს მივედი - მასალებში ისეთი რაღაცები ამოვიკითხე, ახლაც მაკანკალებს! მე რომ სერგო თეთრაძის დედა ვყოფილიყავი და მცოდნოდა, ჩემს შვილს ყველაფერი ეს გაუკეთეს, აუცილებლად იარაღს ავიღებდი და შემსრულებლებს კი არა, დამკვეთებიდან ერთ-ერთს სადარბაზოსთან დავხვდებოდი და ვესროდი! ეს ადეიშვილი იქნებოდა, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი, იმქვეყნად აუცილებლად გავისტუმრებდი, მერე, ციხეში წავიდოდი და დავისვენებდი. ახლაც, როცა ამაზე ვლაპარაკობ, მშვიდად ვერ ვარ - წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, ქართული მენტალიტეტის მქონე სამხედრო, რომელსაც ჯაშუშობა დააბრალეს", - აცხადებს ბადურაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner