logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა
- +

23 სექტემბერი. 2016. 02:16



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილმი "ჰეროკრატია" რეგიონალური მედიის წარმოამდგენლებთან შეაფასა.


როგორც ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა, ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა.


„პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელი იყო ძალიან სპეციალური, შეიძლება მსგავსი საქართველოს და ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საქართველომ გამოიარა ომები, ნგრევა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების ასეთი ზეწოლა შეიძლება იყო უპრეცედენტო. ამ ფილმს ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს.

 

მე არ მგონია, რომ უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რამეთუ ჩვენ ძალიან იოლად გავიგიავდით ფილმის გმირებში. კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განსხვავებული განცდები იქნება, ვიდრე როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე უყურებს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე", - განაცხადა  ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner