logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: საკუთარი მოსახლეობა გაიმეტეს, ამიტომ ”ნაცისტებზე” უარესები არიან!
- +

23 სექტემბერი. 2016. 02:28


 

„გოგა ამბობდა, რომ ამ სურათით "ნაცებს" ნიურბერგის პროცესს მოუწყობდა და ასეც იქნება. მსახიობები რეალურ პერსონაჟებს ჰგვანან", - ამ სიტყვებით აფასებს  მსახიობი ლალი ბადურაშვილი გოგა ხაინდრავას ფილმს „ჰეროკრატიას" გაზეთ „ქართულ სიტყვასთან" ინტერვიუში. ბადურაშვილი ფილმში "ჰეროკრატია" სერგო თეთრაძის სიდედრს ანსახიერებს


„ნიურბერგის პროცესი რაც იყო, გვახსოვს. გერმანელები ჩვენზე განვითარებულები, ჩვენზე ჭკვიანი თუ არა, წარმატებული ერია, ფაშისტური რეჟიმის ფილმად გადაღებულ ნამოქმედარს დაატარებდა და გერმანიის ყველა სოფელსა თუ კინოდარბაზში აჩვენებდა, რათა ყველა გერმანელს სცოდნოდა, მეორე გერმანელმა რა ჩაიდინა. გერმანელებს დღემდე ამის კომპლექსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ასეთ რაღაცებს თავისიანებს კი არა, სხვა ერის წარმომადგენლებს უკეთებდნენ. ამათ კი, საკუთარი მოსახლეობა გაიმეტეს, ამიტომ "ნაცისტებზე" უარესები არიან! თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, ვეთანხმები მარგველაშვილს, გონებასუსტია!", - განაცხადა ბადურაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner