„მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ისეთი კარგი იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, როგორიც საქართველოშია", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. კელიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია სამაგალითოდ მიმდინარეობს.
„მე მგონი, ყველა ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, რაც შემიძლია გითხრათ მიმდინარე კამპანიაზე, ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ მთავრობასთან. მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც", - განაცხადა კელიმ, რომლის ქართულ თარგმანსაც ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.