logo_geo
eng_logo
იერუსალიმში, უიშვიათესი 2000 წლის რომაული მონეტა აღმოაჩინეს
- +

23 სექტემბერი. 2016. 03:16



CNN NEWS-ის ცნობით, არქეოლოგებმა იერუსალიმში ოქროს მონეტა აღმოაჩინეს, რომელზეც ნერონია გამოსახული - რომის იმპერატორი, რომელიც ყველაზე უკეთ იმითაა ცნობილი, რომ როდესაც ძველი რომი იწვოდა, იგი ერთობოდა.


მკვლევარები ამბობენ, რომ მონეტა, სავარაუდოდ, ჩვენი წელთაღრიცხვით 56-57 წლებშია ჩამოსხმული. რომაელებმა ქალაქი თავიანთი კონტროლის ქვეშ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს მოაქციეს, რაც ცნობილია იერუსალიმის ალყის სახელით.


„მონეტა განსაკუთრებულია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის მონეტა აღმოჩნდა იერუსალიმში სამეცნიერო გათხრების დროს. როგორც წესი, ამ ტიპის მონეტები მხოლოდ კერძო კოლექციებში გვხვდება, სადაც ჩვენ არ გვაქვს ცხადი მტკიცებულება მათი წარმოშობის ადგილის შესახებ",- განაცხადა გათხრების თანა-დირექტორმა შიმონ გიბსონმა.


მონეტის ერთი მხარე, ცნობილი ლათინურად, როგორც აურეუსი, აჩვენებს ნერონის, როგორც კეისრის პორტრეტს. ბევრი რომაელი იმპერატორი ატარებდა კეისრის, აუგუსტუსის ტიტულს, რაც იმპერატორს ნიშნავს.


მონეტის გარშემო წარწერა ამბობს: ნერონი, კეისარი, აუგუსტუსი, იმპერატორი", რაც მის სახელსა და თანამდებობას გულისხმობს. მონეტის საპირისპირო მხარეზე მუხის გვირგვინია გამოსახული, ასოებით  "EX S C" და "PONTIF MAX TR P III",, რამაც საშუალება მისცა არქეოლოგებს მონეტის თარიღი დაედგინათ.


მონეტა სიონის მთაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს, იერუსალიმის ძველი ქალაქის სამხრეთით, სადაც ჩრდილოეთ კაროლინას შარლოტის უნივერსიტეტის გუნდი მთელი ზაფხულის განმავლობაში აწარმოებდა გათხრებს.


„იმის გამო, რომ მონეტა ოქროსია, მას ეროზია არ განუცდია", განაცხადა რაფაელ ლუისმა, ჩრდილოეთ კაროლინას შარლოტის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა. "თქვენ ხედავთ სახელს Nero, ფაქტს, რომ ის იყო იმპერატორი, რითიც ყველაფერი ნათქვამია. ინფორმაციის ყველა დეტალი ნათელია. განსხვავებით ბრინჯაოს ან ვერცხლის მონეტებისგან ეს მონეტა არ არის დაზიანებული.ოქროც ასევე ძალიან მაღალი ხარისხისაა, 24 კარატი. მონეტის 99% ოქროა", - დასძინა ლუისმა.


აღმოჩენის მდებარეობა ვარაუდობს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი სახლები სავარაუდოდ მდიდარ სამღვდელოებას ეკუთვნოდა და შესაძლოა მონეტა ერთ-ერთი მათგანის კუთვნილება იყო.


„იმის მტკიცებულება, რომ ნერონი ოდესმე იერუსალიმს წვეოდა არ არსებობს",- განაცხადა გიბსონმა


ნერონი რომის იმპერატორი ჩვენი წელთაღრიცხვით 54-68 წლებში იყო, იგი ტახტზე მოზარდობის ასაკში ავიდა. იგი რომის მოსახლეობის ხარჯზე მფლანგველობითა და სისასტიკითაა ცნობილი. რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობით, ნერონმა საკუთარი დედა და ცოლი მოაკვლევინა.


ნერონი რომის დიდი ხანძრის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 64 წელს იმპერატორი იყო. ქალაქი ხუთი დღის განმავლობაში იწვოდა. ბევრი რომაელი მას აკისრებდა პასუხისმგებლობას ხანძრის გაჩენაზე, წერდა ტაციტუსი და მიაჩნდა, რომ ქალაქი მან გადაწვა, რათა შემდგომში საკუთარი გემოვნების მიხედვით აღედგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner