„გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც საერთაშორისო პროცესების სრულფასოვანი მონაწილე",- ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გაეროში ვიზიტს.
„პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. და რაც მთავარია, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში საქართველოს წარმოაჩინა, როგორც საერთაშორისო პროცესების სრულფასოვანი მონაწილე და პარტნიორი. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინდიკატორია",- განაცხადა ცქიტიშვილმა.