logo_geo
eng_logo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

23 სექტემბერი. 2016. 10:40


სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს  მოქალაქეები მალხაზ რ. და სარდარ ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ  ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა  300 ცალი  ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და  მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები.

 

2016 წლის 22 სექტემბერს მალხაზ რ-მ. უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50-ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

 

 გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner