„ნაცები ელოდებიან ძებნილი მიშას დაბრუნებას ერთ კვირაში და მე რატომ არ უნდა ველოდო ვითომ ღარიბაშვილს?" - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
„ირაკლი ღარიბაშვილი! რაც დროს გადის, უფრო და უფრო ვხვდები, მართლა როგორი სუფთა, პატიოსანი და პროფესიონალი ყოფილი ხარ, ისეთ ხალხს ენატრები, სულ რომ არ გიცნობენ, უბრალო ადამიანები წუხან, ეს ბიჭი ჩვენი, ხალხის იმედი იყო და რატომ გვიღალატაოო, არ გიღალატათ, ზუსტადაც რომ არ გიღალატათ, იმიტომ დაბრუნდება ტრიუფით... რა ვიცი, ბოლო-ბოლო ნაცები ელოდებიან ძებნილი მიშას დაბრუნებას ერთ კვირაში და მე რატომ არ უნდა ველოდო ვითომ ღარიბაშვილს?" - წერს ჯღარკავა „facebook"-გვერდზე.