logo_geo
eng_logo
„სად იმყოფებოდა დევნილი ზვიად გამსახურდია?“ - ირაკლი შონიას ფილმის პრემიერა მომავალ კვირას გაიმართება
- +

14 მარტი. 2016. 04:16


ჟურნალისტ ირაკლი შონიას განცხადებით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას  შესახებ მორიგი ფილმის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება.


ფილმი თავად ჟურნალისტის, ირაკლი შონიას ხელმძღვანელობით დამზადდა, მისი თქმით საზოგადოება იმ გარემოს გაეცნობა, სადაც პრეზიდენტს უწევდა ყოფნა.



„წინა ზაფხულიდან დავიწყეთ გადაღებები სამეგრელოში... გვინდოდა ყველა ის ადგილი გადაგვეღო, სადაც კი დევნილი ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა... აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გარდა, ყველგან ვიყავით. ფილმი არ გახლავთ ჟურნალისტურ-საგამომძიებლო ხასიათის, როგორიც ეს მაგალითად "დინების საწინააღმდეგოდ" იყო, არამედ მინდოდა გადმომეცა იმ ადამიანების და იმ გარემოს შესახებ სადაც კი იმყოფებოდა პრეზიდენტი. ვიდეო კადრები სამწუხაროდ სამოყვარულო კამერით გადავიღეთ. (რადგან სხვა შესაძლებლობა არ იყო)... ამიტომ ტექნიკური ლაფსუსებიც მოგვეტევება...

 

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ ყველაფერიში! უფრო დაწვრილებით თავად ფილმის ბოლოს დავასახელებ ყველას! მონტაჟი ბოლო ექვსი თვე გრძელდებოდა დიდი წვალებით, რადგან არც სატელევიზიო სტუდია გაგვაჩნდა და არც შესაბამისი ტექნიკა... მოკლედ ეს ფილმი ჩაითვალოს პირველ მერცხალად და ვისურვებდი მომავალში ეს თემა დააინტერესოს მომავალ თაობას და უკეთესი ფილმებიც შექმნილიყოს... ჩემი ფილმი კი მაყურებელმა განსაჯოს!

 

P.S.: ფილმის პრეზენტაცია მომავალ კვირას იგეგმება და ზუსტ დროსა და ადგილს წინასწარ შეგატყობინებთ. დასწრება თავისუფალი იქნება!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner