logo_geo
eng_logo
იოსებ შატბერაშვილი ნათელაშვილს: ამაზე რაღას იტყვი, გვარამიას ძმაკაცო?
- +

23 სექტემბერი. 2016. 11:29



 „მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„რა ვიცი, რომ ვთქვით, მევახშეაო, მთელი რისხვის კასკადი წამოვიდა ჩვენზე! ესაო, ისაო, სხვა შალვაა, ისიც ამბროსის ძეაო, ისიც ნათელაშვილიო... ისიც ბაზალეთის მკვიდრია... ისაა მევახშე, მე არაო! ბელაც, ეს ის ბელა არ არის, სხვა ბელააო, ისიც ალანიაო, ისიც სენაკის მკვიდრიო... ისაა მევახშე, ჩემი მეუღლე კი არაო!

 

პაატასგან განსხვავებით, „არათბილისურად" ვუჩივლე კახა ძაგანიას პროკურატურაში, ეს რა მაკადრე, სად მე და სად ფულის გავახშებაო!

 

გულის ფანცქალით ელოდებოდა „ბელას მდედრიონი" კახას დაპატიმრებას, ცხვარიც დაკლეს, ჩამოკიდეს, გაატყავეს, იზეიმეს, ნაბახუსევზე ტაშ-ფანდურიც შემოსცხეს, გვიანობამდე ისმოდა ჟივილ-ხივილი იმღამ „ვიკონტ დე ნათელაშვილ-ალანიას" ბაზალეთურ სასახლეში... უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, „წვერგაპარსული ცრუ-მამაო-რამაზ ნათელაშვილი" იცავდა... (ოღონდ ნაადრევად) და უცებ!

 

....ჩაუვარდათ კოვზი მწვადის შესაწვავად დანთებულ ნაცარში!!!

 

ამაზე რაღას იტყვი, გვარამიას ძმაკაცო? პროცენტები „მოგიტეხიათ" კაცისთვის! ესეც ჩვენა ვართ? წადი ახლა და იჩივლე პროკურატურაში, სხვა არაფერი გეხერხება ჩივილის მეტი!

 

P.S. ცნობისათვის: ასეთი „გადაგდებულები" კიდევ ბევრი გყავს, იცი შენ ვინც, ლამის მთელი სოფელი! მათ სახელებსაც მალე შეიტყობს საზოგადოება და ვშიშობ, იმ კურდღლის ბედი არ გაგიხდეს სანატრელი, მე რომ გავუშვი ბაზალეთის ტყეში", - წერს იოსებ შატბერაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner