ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით სტატუსს ავრცელებს:
„ნაცები დაძრწიან აზერბაიჯანულ სოფლებში და ხმებს ავრცელებენ, „ოცნების" კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი სომეხიაო.
ეს რა დრო დაგდგომია, ნუგზარ წიკლაურო, როგორ შემებრალე, არ გაჭრა გამარჯვებაში პროვოკაციამ, არც დაჭრა დადასტურდა და მთელმა სოფელმა მასხრად აგიგდო და ახლა გაჩიანში მოისპე მისასვლელი, აზერბაიჯანლებმაც იციან, რომ სვანია და ერთსულოვნად ხმას აძლევენ „ქართულ ოცნებას", იმდენი ხალხი, რამდენიც ჩანქსელიანის მხარდასაჭერად დადის, 2006 წელს არ გღირსებიათ თეთრიწყაროში. არ დასივდეთ 8 ოქტომბრამდე, მეშინია", - წერს ნინო ჯღარკავა.