ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ „როსტოვის დასკვნის" ამონარიდს აქვეყნებს!
„ასე სასტიკად თავ დამსხვრეულ-დაჭეჭყილი ადამიანი ტყვიით მოსაკლავი შეიქმნა?
როსტოვის დასკვნიდან!
„გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: 1. თავის ქალა მრავალნამსხვრევიანი მოტეხილობით: თავის ქალას სტრუქტურის 3 შემადგენელი ძვლოვანი ფრაგმენტი: 12,5х16,0х11,0 სმ ზომის თავის ქალას თაღი; თავი ქალას ფუძე კეფის ძვლით 16,0х15,0х17,0 სმ ზომის; სახის ძვლოვანი ჩონჩხი 13,0х12,5х8,5 სმ ზომის. მოტეხილობების ხაზები, რომლებიც 3 ძვლოვან ფრაგმენტს ყოფენ, არასწორი, უბნებით, რომელზეც არ არის ძვლოვანი ქსოვილი."
„თავის ქალას ზოგადი დახასიათება: ჩატარდა თავის ქალას ძვლების რეკონსტრუქცია: მსხვილი და წვრილი ნატეხები შეერთებულია მავთულითა და სპეციალური სანთლის მასტიკით. ნატეხების ნაწილის ერთმანეთთან მისადაგება ვერ მოხერხდა. თავის ქალას თაღის ძვლებისა და ძირის დეფორმაცია მკაფიოდ გამოხატულია და ძვლების ერთმანეთში ჩასმა ვერ მოხერხდა."