გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა თოვლი მოვიდეს:
„23-24 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.