logo_geo
eng_logo
თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს
- +

23 სექტემბერი. 2016. 13:49



თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.


სამი კანდიდატიდან ერთს აკადემიური საბჭო აირჩევს. საბჭოს კრება 10:00 საათზე დაიწყო, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები სამივე კანდიდატს პირადად ესაუბრებიან.



ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საბჭოს მხრიდან კითხვები ძირითადად უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებით იყო.


 

მე ვეცადე, აკადემიური საბჭოს წინაშე წარმომეჩინა ჩემი აკადემიური პროფილი. ჩემს მიმართ დასმული კითხვები ძირითადად ეხებოდა ჩემს მიერ წარმოდგენილ კონცეფციას, სტუდენტური ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, კითხვები დასმული იყო უნივერსიტეტთან შემავალი კვლევითი ინსტიტუტების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური მაქვს და ველოდები მათ გადაწყვეტილებას", -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.



სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ხმის მიცემის პროცესი დაიწყება. რექტორის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ, 19 ხმაა საჭირო.



არჩევანის გაკეთების შემდეგ, აკადემიური საბჭოს სხდომა დღის 17:00 საათზე განახლდება, სადაც საბჭოს დადგენილებით, ახალ რექტორს დაამტკიცებენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები არიან განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გიორგი ბარამიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner